09 ივლისი 2024,   03:36
ვრცლად
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მათივე ცნობით, საავტომობილო გზის კმ1-კმ33 (ჩოხატაური-ჩხაკაურა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ33 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დღის ამბები