18 ივნისი 2026,   21:02
ვრცლად
2012 წლის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ მიუღია არცერთი სარჩელი, რომელიც პენიტენციურ სისტემას უკავშირდებოდა - რატი ბრეგაძე

2012 წლის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ მიუღია არცერთი სარჩელი, რომელიც უკავშირდებოდა პენიტენციურ სისტემას. ამით ყველაფერი ნათქვამია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ "ნაცმოძრაობისა" და "ქართული ოცნების" მმართველობის შედარებისას განაცხადა.

"ასევე, მაგალითად, CPT-ს ("არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის") ვიზიტი - 2012 წლამდე რა იყო ჩაწერილი? რომ წამება და არაადამიანური მოპყრობა არის სისტემური პრობლემა. დღეს რა გვაქვს, მაგალითად 2022 წლის ჩანაწერში - არცერთი არასათანადო მოპყრობის შემთხვევა არ დაფიქსირებულა ადმინისტრაციის მხრიდან. ასევე, დაფიქსირებულია, რომ ადმინისტრაციასა და პატიმრებს შორის არის ადეკვატური და ნორმალური ურთიერთობა. აი, ეს არის ძალიან მოკლე შედარება," - აღნიშნა ბრეგაძემ.

დღის ამბები