05 ოქტომბერი 2024,   00:59
ვრცლად
გვაქვს აშშ-სგან ჩვენი სახელმწიფოსთვის დახმარების ახალი პაკეტი, გაზრდილი არტილერია, მეტი ჭურვი, რომელიც ახლა ასე გვჭირდება - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრთან "რამშტაინის" ფორმატის სხდომის წინ ნაყოფიერი საუბარი შედგა. მისი თქმით, განიხილეს ვითარება ბრძოლის ველზე. 

"უკრაინას აშშ-ს თავდაცვის მინისტრი ოსტინი ეწვია. მასთან ერთად ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების მთავარსარდალი კავოლი. გვქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი, "რამშტაინის" ფორმატის სხდომის წინ. განვიხილეთ ვითარება ბრძოლის ველზე, პერსპექტივები, როგორ შეგვიძლია ჩვენი თავდაცვის გაძლიერება. გვაქვს აშშ-გან ჩვენი სახელმწიფოსთვის დახმარების ახალი პაკეტი. მადლობელი ვარ. გვექნება გაზრდილი არტილერია, მეტი ჭურვი, რომელიც ახლა ასე გვჭირდება.

ვისაუბრეთ ჩვენს ქმედებებზე შავ ზღვაში და უკრაინის საექსპორტო დერეფნებზე, დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია აგრესორი აკვატორიიდან გავაძევოთ," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები