თბილისის საკრებულო 2024 წლის ბიუჯეტს განიხილავს. დედაქალაქის ბგიუჯეტი მომავალ წელს 68 მილიონით იზრდება და მილიარდ 700 მილიონს შეადგენს.
სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ბიუჯეტი ქალაქის და მოსახლეობის საჭიროებებს არის მორგებული და სრულად პასუხობს გამოწვევებს.
ოპოზიციას კი საწინააღმდეგო პოზიცია აქვს ოპოზიცია აქვს. ისინი ამბობენ, რომ ბიუჯეტში ქალაქის ყველაზე მწვავე საჭიროებები არ არის გათვალისწინებული
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე აცხადებს, რომ ბიუჯეტის საბოლოო ვერსია დეკემბრის შუა რიცხვებში იქნება.