"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესზე სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 7 ნოემბრის აქცია "ფსბ"-ს დაგეგმილი აქცია იყო.
"სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც მოაწყო ბრუტალური დარბევა 7 ნოემბერს, რომელიც შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“, შემდეგ მიიტაცა ეს ტელევიზია კანონიერი მფლობელისგან, ბატონი ბადრი პატარკაციშვილისგან, ამის შემდეგ ეს კაცი ასე რომ ლაპარაკობს კონკრეტულად ბადრი პატარკაციშვილზე, იმ პროცესებზე, ეს უბრალოდ არის სამარცხვინო. აქედან ჩანს, რომ სააკაშვილს შუბლის ძარღვი არ აქვს, მორალი არ აქვს საერთოდ. სამარცხვინოა მისის თითოეული განცხადება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.