09 ივლისი 2024,   04:00
ვრცლად
"დინამო არენამ" შესაძლოა ერთა ლიგის ფინალს უმასპინძლოს

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, ევრო 2024-ის პლეიოფის წყვილების კენჭისყრით გადაწყდა, რომ "დინამო არენამ", შესაძლოა, ერთა ლიგის ფინალს უმასპინძლოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველოს ნაკრები, ნახევარფინალში ლუქსემბურგს დაამარცხებს.

საქართველოში გაიმართება ნახევარ ფინალიც. ეს უფლება ქვეყანამ საქართველოს ნაკრების ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო შედეგის გამო მოიპოვა. მატჩი 21 მარტს ჩატარდება.

ლუქსემბურგთან მატჩში გუნდს ხვიჩა კვარაცხელია დააკლდება. მიზეზი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მიღებული სამი ყვითელი ბარათია, რომლის შესახებაც ფეხბურთელები წინასწარ ნაკრების მენეჯერმა არ გააფრთხილა. თუმცა ფეხბურთის ფედერაციასაც და გულშემატკივრებსაც მხოლოდ გამარჯვების მოლოდინი აქვთ. ფინალი 26 მარტს გაიმართება.

საქართველოს ნაკრები, ზედიზედ მეორედ, ერთად ლიგის პლეიოფების მასპინძელია. 2020 წელს საქართველომ ნახევარფინალში თბილისში ბელარუსი დაამარცხა, თუმცა ჩრდილოეთ მაკედონიასთან წააგო და კონტინენტის პირველობის მიღმა დარჩა. ახლა, მოლოდინი განსხვავებულია.

 

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

დღის ამბები