09 ივლისი 2024,   01:28
ვრცლად
საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენელთა მორიგი სხდომა ჩაინიშნა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დემილიტაციის საკითხზე, კომისიათა მორიგი სხდომა 30 ნოემბერს გაიმართება.

ოფიციალურმა ბაქომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზად არის სომხეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, რათა რაც შეიძლება მალე დაიდოს სამშვიდობო შეთანხმება. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ორივე ქვეყანამ ერთად უნდა გადაწყვიტოს სამომავლო ურთიერთობები".

სომხეთის საგარეო უწყებაში უკვე დაადასტურეს, რომ შეხვედრას მათი წარმომადგენელიც დაესწრება. 

საზღვრის დემარკაცია-დემილიტაცია საკითხზე ჩანიშნული რიგით მეხუთე სხდომის გამართვა ორი ქვეყნის სასაზღვრო ზონაშია დაგეგმილი. 

 

დღის ამბები