15 ნოემბერი 2024,   21:17
ვრცლად
არ ვიცი, სამართლებრივად როგორ იქნება ისე მოწყობილი, რომ ზურაბიშვილი დაიკითხოს, მე არ ვარ მომხრე, წარსულში ასე ვიქექოთ - ალექსანდრე რაქვიაშვილი

უნდა გამოიკითხოს თუ არა, 7 ნოემბრის საქმეზე სალომე ზურაბიშვილი - ამ საკითხზე ”გირჩი” წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ "წარსულში ქექვა არ არის საჭირო, რადგან ჩვენს ქვეყანას ძალიან მძიმე წარსული აქვს".

"მე არ ვიცი, სამართლებრივად, როგორ იქნება ისე მოწყობილი, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი დაიკითხოს. მე არ ვარ მომხრე, წარსულში ასე ვიქექოთ, მძიმე წარსული გვაქვს და ქექვა რომ დავიწყოთ, ცუდ შედეგამდე მივალთ. ამიტომ, მომავალს უნდა შევხედოთ და წარსულს თავი დავანებოთ,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი. 

გამოიკითხება თუ არა 7  ნოემბრის საქმეზე მოქმედი პრეზიდენტი - საკითხი აქტუალური ყოფილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ გახდა.

მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის აქციაზე და მიტინგის დარბევაზე, 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა და თქვა, რომ მაშინდელი ოპოზიცია საქართველოში რუსულ საქმეს ემსახურებოდა.

დღის ამბები