09 ივლისი 2024,   02:36
ვრცლად
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა. ინფორმაციას გენდერული თანასწორობის საბჭო/თბილისის საკრებულო ავრცელებს.

თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას უკვე მეორე წელია უერთდება.

თბილისის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, ქალთა უფლებების დაცვა მრავალმხრივ აქტივობას და აქტიურ კამპანიას საჭიროებს.

"მნიშვნელოვანია, რომ გავერთიანდეთ ძალადობის წინააღმდეგ ქალების და გოგონების მიმართ ძალადობის პრევენციისთვის, ვინაიდან დუმილი გამოსავალი არ არის," - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

კამპანიის ფარგლებში საჯარო და კერძო უწყებების ჩართულობით თბილისში არაერთი აქტივობაა დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მასშტაბით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანია 1991 წლიდან 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ყოველწლიურად აღინიშნება.

დღის ამბები