09 ივლისი 2024,   04:09
ვრცლად
სავარაუდოდ ქალზე ძალადობის ბრალდებით მსახიობი და რეპერი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ დააკავეს

მეგობარი ქალის მიმართ განხორციელებული სავარაუდო მუქარისა და ძალადობის გამო, ქართველი მსახიობი და რეპერი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ დააკავეს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შემთხვევა ქუჩაში მოხდა, სწორედ იქ დააკავეს სამართალდამცველებმა მსახიობი.

არსებული ინფორმაციით, კახა აბუაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს და 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს. გამოძიება დაკავებულს ორი მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება.

დღის ამბები