09 ივლისი 2024,   03:13
ვრცლად
მივესალმები დროებითი ზავის გახანგრძლივებას, ეს ღაზის მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს და მეტი მძევლის გათავისუფლებას მოემსახურება - იენს სტოლტენბერგი

ვილნიუსის ნატოს სამიტის შემდეგ, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ნატო-ს შტაბ-ბინაში, ბრიუსელში, დღეს პირველად იკრიბებიან. "უპრეცედენტო გამოწვევების ეპოქა" უწოდა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვითარებას, რომელიც ახლა მსოფლიოშია და გამომდინარე აქედან, შეხვედრის დღის წესრიგი ყველა აქტუალურ საკითხს შეეხება. მათ შორის უკრაინას, ახლო აღმოსავლეთის კრიზისს, ირანსა და ჩინეთს.

"მივესალმები დროებითი ზავის გახანგრძლივებას, ეს ღაზის მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს და, ასევე, მოემსახურება მეტი მძევლის გათავისუფლებას. მადლობა მინდა გადაგიხადოთ სახელმწიფო მდივანო, თქვენი პირადი ძალისხმევისთვის, რომ ეს შეთანხმება მიღწეულიყო. დღის წესრიგში გვაქვს უკრაინის საკითხი. ჩვენ ვხედავთ განგრძობად შეტევებსა და ინტენსიურ ბრძოლებს ფრონტის ხაზზე და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ნატო-ს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რასაც, ამ მხრივ, მოკავშირეები ვახორციელებთ. ვისაუბრებთ ჩინეთზე, დასავლეთ ბალკანეთსა და იმაზეც, თუ როგორ ვიმუშავებთ სამეზობლოს სტაბილურობის უზრუნველსაყოფად," - ამბობს იენს სტოლტენბერგი.

დღის ამბები