24 აპრილი 2024,   03:11
ვრცლად
ბათუმში დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა. დაკავებულია ერთი პირი. 37 წლის მამაკაცი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით აიყვანეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, 26 ნოემბერს ბათუმში ნაცნობი მამაკაცი, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების დროს, ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დანაშაული 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები