27 ივლისი 2024,   03:40
ვრცლად
რუსეთისთვის სანქციების დაწესებით, ჩვენ მათ ეკონომიკას ზიანს ვერ მივაყენებთ, მაგრამ ეს იქნება გასროლა საკუთარ ფეხში - ნიკოლოზ სამხარაძე

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, NPR-ის ეთერში, რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს.

„უკრაინული სცენარი ზუსტი ასლია იმისა, რაც საქართველოში მოხდა. ჩვენ გამოვიტანეთ გაკვეთილი, რომ როდესაც რუსეთი დაგვესხა თავს, მას მარტო ვებრძოდით. დიახ, გვქონდა დასავლეთის მორალური მხარდაჭერა, მაგრამ სამი თვის შემდეგ რუსეთთან ბიზნესი ჩვეულებრივად გაგრძელდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი საკუთარი ინტერესები - რუსეთისთვის სანქციების დაწესებით ჩვენ მათ ეკონომიკას ზიანს ვერ მივაყენებთ, მაგრამ ეს იქნება გასროლა საკუთარ ფეხში. რა აზრი აქვს ამას? თუ ზიანს ვერ აყენებ რუსეთს, რატომ უნდა დაიზიანო საკუთარი თავი?“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღის ამბები