21 დეკემბერი 2024,   18:22
ვრცლად
"ეკონომისტი" ზელენსკისა და ზალუჟნის კონფლიქტის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს

ბრიტანული გამოცემა "ეკონომისტი", ზელენსკისა და ზალუჟნის კონფლიქტის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა, წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ პრეზიდენტისა და მთავარსარდლის დაპირისპირება უკრაინის კონტრშეტევას აზიანებს.

"ზალუჟნი ახლა ერთ-ერთ საქმეზე მოწმის სტატუსით დაიკითხა, მაგრამ შესაძლოა, ეჭვმიტანილის სტატუსი მიენიჭოს, რადგან ზელენსკი მასში კონკურენტს ხედავს. მათ "საშინელი" ურთიერთობა აქვთ. უკრაინის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას შორის შიდა დაპირისპირებაა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ წარუმატებელი კონტრშეტევის ფონზე დაიწყო", - წერია სტატიაში.

გამოკითხვების თანახმად, ნოემბერში პრეზიდენტის ნდობა 32 პროცენტამდე შემცირდა, ზალუჟნის კი 70 პროცენტი აქვს. პრეზიდენტზე მაღალი რეიტინგი აქვს უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელს, კირილ ბუდანოვსაც - 45 პროცენტი.

დღის ამბები