27 ივლისი 2024,   05:04
ვრცლად
ცენტრალური აზიის რეგიონული თანამშრომლობის პროგრამის ძირითადი პოლიტიკის მიმართულება ზედმიწევნით შეესაბამება საქართველოს მისწრაფებას, გახდეს რეგიონული ცენტრი ევროპასა და აზიას შორის - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

მისი თქმით, წელს საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ამ რეგიონული პროგრამასთან თანამშრომლობის პატივი ჰქონდა.

"რადგან ეს წელი მთავრდება, სიამაყით ვაცხადებ, რომ შევასრულეთ ჩვენზე დაკისრებული მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველა სახელმწიფო უწყებასა და პირს, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულებაში," - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, 2024 წელს აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას თბილისი უმასპინძლებს.

"ძვირფასო მეგობრებო, ნება მომეცით, ხაზი გავუსვა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამისა და აზიის განვითარების ბანკის გადამწყვეტ როლს რეგიონული ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში. აღსანიშნავია, რომ ორივეს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში განხორციელებულ უამრავ პროექტსა და ღონისძიებაში, მას შემდეგ, რაც საქართველო 2016 წელს ცენტრალური აზიის თანამშრომლობის რეგიონულ პროგრამას შეუერთდა. დაახლოებით, 3 მლრდ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული საქართველოში, სასიხარულოა იმის აღნიშვნა, რომ ცენტრალური აზიის რეგიონული თანამშრომლობის პროგრამის ძირითადი პოლიტიკის მიმართულება ზედმიწევნით შეესაბამება საქართველოს მისწრაფებას, გახდეს რეგიონული ცენტრი, რომელიც წარმოჩნდება როგორც გამარტივებული და დაჩქარებული სავაჭრო და სატრანზიტო მარშრუტი ევროპასა და აზიას შორის," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღის ამბები