საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში გაიმართება, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრი სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს.
ირაკლი ღარიბაშვილი ასევე დაესწრება არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.