საქართველოში მოქმედი 14 ბიზნესასოციაცია, ერთობლივი განცხადების სახით, ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თხოვნით მიმართავს.
მათი თქმით, საქართველოს ბიზნესსექტორი მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის ევროინტეგრაციას, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია გრძელვადიანი სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის.