09 ივლისი 2024,   04:10
ვრცლად
14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე თელავის რაიონულ სასამართლოში წინასამართლო სხდომა გაიმართა

თელავის რაიონულ სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე წინასამართლო სხდომა გაიმართა. მხარეებმა ტექნიკური საკითხები დააზუსტეს და მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

იმის გათვალისწინებით, რომ საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი სქესობრივ დანაშაულსაც ეხება, პროკურატურამ სხდომის დახურვა მოითხოვა.

14 წლის მოზარდი სოფელ ლამბალოში 6 ოქტომბერს მოკლა მამაკაცმა, რომელმაც რამდენიმე თვით ადრე, აითაჯ შახმაროვა იძულებითი ქორწინების მიზნით მოიტაცა. პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება არასრულწლოვანის გაუპატიურების მუხლით რამდენიმე დღის წინ დაუმძიმა.

დღის ამბები