გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს ქვეყანას სჭირდება მუდმივად განგრძობადი რეფორმები და ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას აქვს აღებული - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება ყველა სხვადასხვა პლატფორმას იყენებს იმისთვის, რომ პარტნიორებთან ორმხრივ ფორმატებში ისაუბროს.
"ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. არ გვაქვს აღქმა, რომ 1-2 თვეში, ან რომელიმე ტიპის დოკუმენტით ეს პროცესი დაიხურება. საქართველო თანმიმდევრულად არის ჩართული ამ პროცესში. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს ქვეყანას სჭირდება მუდმივად განგრძობადი რეფორმები და ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას აქვს აღებული და ეს არის გზა, რომელიც მიგვიყვანს ევროპულ ოჯახში საბოლოო წევრობამდე.
რაც შეეხება ლიდერებთან კომუნიკაციას, ჩვენ ძალიან ხშირად როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ისე მე, ძალიან ხშირად ვიყენებთ სხვადასხვა პლატფორმას იმისთვის, რომ ორმხრივ ფორმატში ვისაუბროთ ჩვენს პარტნიორებთან.
ერთი არის გადაწყვეტილება ევროკომისიის, რომელმაც დადო ეს დასკვნა, მეორე - როდესაც ჩვენ უკვე წევრ ქვეყნებთან, დედაქალაქებთან ვმუშაობთ," - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.