ოპოზიცია სახელმწიფო დეპარტამენტის წლიური ანგარიშს აფასებს.
"მნიშვნელოვანია პოზიტიური შეფასება კონტრტერორისტული საქმიანობის ნაწილში, მაგრამ ასევე არის პრობლემურ საკითხებზე ხაზგასმა, პირველი ეს არის საოკუპაციო ხაზთან მოსახლეობის უსაფრთხოება და პატრულირების გაძლიერება, რომელზეც ანგარიშშია საუბარი," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია.
პაატა მანჯგალაძის განცხადებით, კარგია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ "ამერიკის მოსაწონი რაღაც გააკეთა".
"საქართველოს ყველა წარმატება პირად წარმატებად მიმაჩნია, ამიტომ, პირიქით მოსაწონია, თუკი ამერიკის მოსაწონი რაღაც გააკეთა ხელისუფლებამ," - აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.
სახელმწიფო დეპარტამენტის წლიური ანგარიში - საქართველო, როგორც შტატების ძლიერი პარტნიორი. ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით ჩვენი ქვეყანა მოწინავე ქვეყნების რიგებშია. საქართველოს შეუძლია: ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და მათზე რეაგირება. ვაშინგტონი კონტრ-ტერორიზმის სტრატეგიას, რომელიც თბილისმა მომავალი 4 წლისთვის გაწერა, უმაღლეს შეფასებას აძლევს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის, განცხადებით, საქართველოს აქვს მკაფიოდ გაწერილი და კარგად ჩამოყალიბებული საკანონმდებლო ბაზა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რის შედეგადაც საქართველო ამ მიმართულებით დადებითად შეფასდა.