06 ოქტომბერი 2024,   08:48
ვრცლად
აღმაშენებლის გამზირზე დაჭრილი 23 წლის პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - საფრთხე აღარ ემუქრება კიდევ ერთი დაჭრილის სიცოცხლეს

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე დაჭრილი 23 წლის პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის კლინიკა "ჰელსიკორშია“ მოთავსებული.

პოლიციელს ქირურგიული დახმარება გუშინ ჩაუტარდა. სტაბილურია მეორე დაჭრილის მდგომარეობაც.

თბილისში ორი ადამიანის, მათ შორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლის დაჭრის საქმეზე, მოწმეთა გამოკითხვები გრძელდება.

მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებულია 39 წლის მამაკაცი. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ მან მიაყენა ორივე დაზარალებულს ცივი იარაღით ჭრილობები. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის მუხლებით მიმდინარეობს.

დღის ამბები