16 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
ირაკლი კობახიძე დღეს უნგრეთის ვიცე-პრემიერს ხვდება

ბუდაპეშტში ვიზიტის დღე მესამე - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე დღეს უნგრეთის ვიცე-პრემიერს ხვდება. სწორედ ზოლტ სემიენის მიწვევით იმყოფებიან საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ქვეყანაში.

დღესვე, დაგეგმილია ქართული დელეგაციის მაღალი დონის შეხვედრები უნგრეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. კერძოდ, საუბარია შეხვედრებზე პარლამენტსა და ევროპულ საქმეთა სამინისტროში.

ირაკლი კობახიძე გუშინ უნგრეთის მმართველი პარტიის ხელმძღვანელსა და თავდაცვის სახელმწიფო მდივანს შეხვდა. საქართველოს დელეგაცია ხაზგასმით აცხადებს, რომ უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და ეს პოზიცია შეხვედრებზე არაერთხელ დაფიქსირდა. მათივე შეფასებით, ბუდაპეშტში ვიზიტი ევროპის საბჭოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი კვირით ადრე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

დღის ამბები