27 ივლისი 2024,   04:36
ვრცლად
"შავი ლომი" ისტორიული მატჩისთვის ემზადება - ქართული კლუბი პრესტიჟულ ევროტურნირზე პირველად იასპარეზებს

"შავი ლომი" ისტორიული მატჩისთვის ემზადება. ქართული კლუბი პრესტიჟულ ევროტურნირზე პირველად მიიღებს მონაწილეობას. ტურნირის პირველი მატჩი ხვალ გაიმართება. მეტოქე ინგლისური "გლოსტერი" იქნება, რომელიც ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო და უდიდესი ისტორიის მქონე კლუბია.

"შავი ლომისთვის" ეს ტურნირი უმნიშვნელოვანესია, რადგან ასეთი დონის გათამაშებაში აქამდე მონაწილეობა არასდროს მიუღია. "გლოსტერთან" მატჩი, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე 17:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივრებს მოედანზე "შავი ლომის" მხარდასაჭერად, ქართული სპორტის ვარსკვლავები იწვევენ.

მოლოდინი დიდია, მოწინააღმდეგე ძლიერი და დიდი წარსულის მქონე გუნდია. "გლოსტერმა" ეს ტურნირი ორჯერ - 2006 და 2015 წელს მოიგო. "შავი ლომი" მატჩს უძლიერესი შემადგენლობით ხვდება.

ქართული კლუბი "გლოსტერის" გარდა, ევროპის სხვა წამყვან გუნდებსაც დაუპირისპირდება და საუკეთესო შედეგისთვის, "კასტრთან", "კლერმონთან", "ედინბურგსა" და "სკარლეტთან" იბრძოლებს.

 

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

დღის ამბები