05 ივლისი 2024,   23:22
ვრცლად
ისრაელსა და "ჰამასს" შორის ღაზაში საბრძოლო მოქმედებების ჯანდაცვის სექტორზე გავლენა კატასტროფულია - ჯანმოს დირექტორი

"ისრაელსა და "ჰამასს" შორის ღაზაში საბრძოლო მოქმედებების ჯანდაცვის სექტორზე გავლენა კატასტროფულია" - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზიციის დირექტორმა საგანგებო საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ღაზაში შექმნილია იდეალური პირობები სასიკვდილო დაავადებების გავრცელებისთვის.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის შეუძლებელია მდგომარეობის გაუმჯობესება მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გათვალისწინებით.

"აშკარაა, რომ კონფლიქტის გავლენა ჯანდაცვაზე კატასტროფულია. ღაზაში 17 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 7 000 ბავშვი. 46 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. 1,9 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია, ხოლო ღაზას სექტორის თითქმის მთელი მოსახლეობა ეძებს თავშესაფარს, მაგრამ ღაზაში არსად არავინ არ არის უსაფრთხო. არსებობს ეპიდემიური დაავადების გავრცელების რისკი. ღაზას ჯანდაცვის სისტემა ინგრევა.

36-დან მხოლოდ 14 საავადმყოფო ნაწილობრივ ფუნქციონირებს. ჯანდაცვის საჭიროებები ძალიან არის გაზრდილი, ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობები კი აქამდე არსებულის ერთ-მესამედამდე შემცირდა. ცეცხლის შეწყვეტა ერთადერთი გზაა ღაზაში მცხოვრები ხალხის ჯანმრთელობის დაცვისა და ხელშეწყობისთვის. მე ღრმად ვწუხვარ, რომ უშიშროების საბჭომ ვერ მიიღო რეზოლუცია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გასულ პარასკევს," - ამბობს ტედროს ადანომ გებრეიესუსი.

დღის ამბები