ქართველ პოლიტიკოსებს ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან მიმართებით დადებითი მოლოდინები აქვთ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ 14-15 დეკემბერს მიღებული დასკვნით უნდა გამოსწორდეს ის უსამართლობა, რომელიც ევროპულმა საბჭომ შარშან მიიღო.
ოპოზიციის ნაწილი უნგრეთის პოზიციიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას, მეორე ნაწილი კი, აქცენტს ხელისუფლების მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად არსებულ სამუშაო ჯგუფებზე აკეთებს.
"ფაქტობრივად, ეს საკითხი გადაწყვეტილია ევროკომისიის დასკვნის შემდეგ და ვერ ვხედავ ვერანაირ დაბრკოლებას, რომ რამე სხვა პასუხი, ან გადაწყვეტილება იყოს გარდა იმისა, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატი სტატუსი. რაც შეეხება სამუშაო ჯგუფებს, აქ პირველ რიგში სანახავია გეგმა, რომელიც შეიმუშავა ხელისუფლებამ. ვნახოთ გეგმა და მისი ადეკვატურობიდან გამომდინარე ან არაადეკვატურობიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, ღირს თუ არა ამ პროცესში ჩართვა", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.