08 ივნისი 2024,   17:19
ვრცლად
"ეროვნული უსაფრთხოება და საჯარო პოლიტიკა" - რონდელის ფონდში სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს

რონდელის ფონდში "ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის“ სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია და ახალი ნაკადის საზეიმო მიღება გაიმართა.

სასწავლო პროგრამა 2001 წლიდან 450-მა მონაწილემ დაასრულა, მათ შორის, ორი ყოფილი მინისტრი, 19 მინისტრის მოადგილე, ელჩები და სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლები არიან.

პროგრამის მონაწილეებს, მისასალმებელი სიტყვით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა - რობინ დანიგანმა და რონდელის ფონდის პრეზიდენტმა, ეკატერინე მეტრეველმა მიმართეს.

დღის ამბები