21 ივნისი 2026,   23:09
ვრცლად
ტყიბულში მეფე სოლომონ პირველის ძეგლი დაიდგა
ტყიბულში მეფე სოლომონ პირველის ძეგლი დაიდგა. ღონისძიება ხრესილის გმირობის 266-ე წლისთავს მიეძღვნა. ძეგლის გახსნის ოფიციალური ცერემონია ქალაქ ტყიბულში სოლომონ პირველის მოედანზე გაიმართა.
 
ღონისძიება მსვლელობით დაიწყო, რომელშიც საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის შემადგენლობა, სამხედრო ლიცეუმის კადეტები, ჩოხოსნები და ახალგაზრდული ლეგიონის წევრები მონაწილეობდნენ.
 
შესრულდა საქართველოს ჰიმნი, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. დაჯილდოვდნენ ხრესილობის დღესასწაულის დამკვიდრების ინიციატორები და ძეგლის ავტორი.
დღის ამბები