05 ივლისი 2024,   23:14
ვრცლად
ტუნისში, ისტორიული კედლის ჩამონგრევის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა

ტუნისში, უძველეს ქალაქ კაირუანში, ისტორიული კედლის ფრაგმენტი ჩამოინგრა. შედეგად, სამი ქვისმთლელი დაიღუპა. ისინი კედლის რესტავრაციაზე მუშაობდნენ.

დაშავდა კიდევ ორი ადამიანი. ორივე მათგანი, მოტეხილობებით, საავადმყოფოში რჩება.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნგრევა, შესაძლოა, ბოლოდროინდელ ძლიერ წვიმას უკავშირდებოდეს.

ქალაქი კაირუანი, 1988 წლიდან, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.

დღის ამბები