04 დეკემბერი 2024,   12:43
ვრცლად
პოლონეთში საქართველოს 25 წლის მოქალაქე დააკავეს - მას შემდეგ, რაც ის კლუბში ქალების შევიწროვებისთვის დაცვამ გამოაგდო, შენობას მანქანით შეეჯახა

პოლონეთში, პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელიც ქალაქ ლოძში, პოპულარული ღამის კლუბის შენობას მანქანით განზრახ შეეჯახა. შეჯახების შედეგად დაზიანდა კლუბის შენობა და ინფრასტრუქტურა, ზარალი 50 000 პოლონურ ზლოტს აღწევს.

პოლონური მედიის ინფორმაციით, საქართველოს 25 წლის მოქალაქე დისკოთეკაზე ქალებს ავიწროებდა, რის გამოც დაცვის სამსახურმა მას კლუბის ტერიტორია დაატოვებინა. 

პოლიციის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ქართველი მამაკაცი, შურისძიების მიზნით, მეგობრის ავტომობილით ჯერ კლუბის კარს შეეჯახა, შემდეგ კი დისკოთეკაზე ფანჯრიდან მანქანით შევარდა. შემთხვევის შედეგად, შენობის გარდა იქვე გაჩერებული ორი ავტომობილიც დაზიანდა.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ინციდენტის შემდეგ, საქართველოს მოქალაქემ პოლონეთი დატოვა და უკრაინის ტერიტორიაზე იმალებოდა. მათივე ცნობით, ბრალდებული რამდენიმე კვირაში ქალაქ ლოძში დაბრუნდა, სადაც ის დააკავეს და ბრალი წაუყენეს.

 

 

დღის ამბები