05 ივლისი 2024,   23:43
ვრცლად
აშშ-ის სამხრეთ საზღვრისკენ ათასობით მიგრანტი მიემართება - მექსიკელი და ამერიკელი მაღალჩინოსნები, არალეგალური მიგრაციის შეჩერების გზებზე სასაუბროდ, მოლაპარაკებათა მაგიდას კიდევ ერთხელ მიუსხდებიან

სამხრეთ მექსიკიდან შეერთებული შტატების საზღვრისკენ, ათასობით მიგრანტი ფეხით მიემართება. მათი უმეტესობა სამხრეთ და ცენტრალური ამერიკიდანაა. "გამოსვლა სიღარიბიდან" - წერია ბანერზე, რომელიც მსვლელობის ლიდერებს უჭირავთ. როგორც BBC წერს, მიგრანტთა ქარავანს 7 000-მდე ადამიანი შეუერთდა. მათ შორის ათასობით ბავშვია.

არალეგალ მიგრანტთა ნაკადის ზრდის გამო, მექსიკასა და შტატებს შორის, ბოლო დროს რამდენიმე სასაზღვრო პუნქტი ჩაიკეტა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გეგმავს, მექსიკის პრეზიდენტთან ერთად განიხილოს მასობრივი მიგრაციის შეკავების გზები. შეხვედრა ოთხშაბათსაა ჩანიშნული.

როგორც 2022, ისე 2023 წელს, აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე დაკავებულ მიგრანტთა რაოდენობამ ორ მილიონს გადააჭარბა. ოფიციალური ვაშინგტონი იტყობინება, რომ მიმდინარე წლის მხოლოდ ერთ თვეში - სექტემბრის განმავლობაში, დააკავეს 200 000-ზე მეტი მიგრანტი, რომელიც უკანონოდ კვეთდა აშშ-მექსიკის საზღვარს.

დღის ამბები