21 დეკემბერი 2024,   18:21
ვრცლად
უბედური შემთხვევა კახეთში - ძლიერმა ქარმა რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა, რომელიც 79 წლის კაცს დაეცა

უბედური შემთხვევა კახეთში - ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში, ძლიერმა ქარმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა და ახლომდებარე საკუთარი სახლის ეზოში მყოფ 79 წლის მამაკაცს დაეცა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ამასთან, ცნობისთვის, კახეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა, რის გამოც მოძრაობა შეზღუდული იყო ლაგოდეხი-ყვარლისა და ლაგოდეხი-გურჯაანის მიმართულებით. მსგავსი პრობლემა იყო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტშიც. სოფელ გამარჯვებაში, ცენტრალურ გზაზე, ძლიერი ქარის გამო, წაქცეულია ხეები. უამინდობის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში კულტურის სახლის სახურავი ნაწილობრივ დაზიანდა. ქარმა, ასევე, თელავში, კავკასიონის ქუჩაზე, სოფელ წინანდალში და გურჯაანის ცენტრში, საახალწლო ნაძვის ხეები წააქცია.

დღის ამბები