18 ოქტომბერი 2024,   07:05
ვრცლად
42 000-ზე მეტ ადამიანს, ვინც "ქართული ოცნების“ წევრად ირიცხება, ჩვენს პარტიულ აქტივს, ასევე 100 ათასობით მხარდამჭერს მინდა, მივულოცო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება - თეა წულუკიანი

42 000-ზე მეტ ადამიანს, ვინც "ქართული ოცნების“ წევრად ირიცხება, ჩვენს პარტიულ აქტივს, ასევე 100 ათასობით მხარდამჭერს მინდა, მივულოცო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებისთვის.

"დღეს ძალიან სასიხარულო, მე-7 ყრილობა გვქონდა. ახალი წელიც ასე წარმატებით დავასრულეთ, შევაჯამეთ, როგორც ეკონომიკური პარამეტრები, ისე - საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს გამარჯვება ევროკავშირის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით, ვიმსჯელეთ იმ პოლიტიკურ გამოწვევებზე, რომელიც 2022, 2023 წელს ჰქონდა ჩვენს სახელმწიფოს, მმართველ გუნდს.

ჩვენ იანვრიდან გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ივნისი-ივლისის თვიდან ჩვენს საარჩევნო შტაბებთან ერთად აქტიური საარჩევნო და პოლიტიკური კამპანია გავშალოთ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მორიგჯერ დამაჯერებელ გამარჯვებას დავდებთ გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ამის შესახებ "ქართული ოცნების“ ყრილობაზე გახდა ცნობილი.

 

დღის ამბები