25 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
იაპონიაში, მგზავრებით სავსე თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ჰანედის აეროპორტში, Japan Airlines-ის თვითმფრინავს, დაშვებისას, ცეცხლი გაუჩნდა. როგორც BBC წერს, ბორტზე მყოფი 379 მგზავრი და ეკიპაჟის ყველა წევრი უსაფრთხოდაა ევაკუირებული.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, თვითმფრინავი იაპონიის სანაპირო დაცვის თვითმფრინავს შეეჯახა, რამაც ცეცხლის გაჩენა გამოიწვია. ჯერ არაა დადგენილი, როდის და რა ვითარებაში შეეჯახნენ თვითმფრინავები.

ამ დროისთვის, ჰანედის აეროპორტში ყველა ფრენა შეჩერებულია.

დღის ამბები