03 ივლისი 2024,   13:37
ვრცლად
ირანში ორი დღის წინ მომხდარი აფეთქებების შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა - აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო
ირანში, ორი დღის წინ მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. BBC-ის ინფორმაციით, დაჯგუფებამ განცხადება "ტელეგრამ" არხების საშუალებით გააკეთა და აღნიშნა, რომ ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი ქამრები 20 წუთის შუალედით აამოქმედა.
 
ირანის ქალაქ კერმანში, ირანის ელიტური "ყუდსის ძალების" ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის საფლავთან ახლოს ორი აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც უამრავი ადამიანი სოლეიმანის მკვლელობის მეოთხე წლისთავზე, მისთვის პატივის მისაგებად, მსვლელობას მართავდა.
 
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად თითქმის 100 ადამიანი დაიღუპა. მანამდე ირანმა მომხდარში ისრაელი და შეერთებული შტატები დაადანაშაულა.
დღის ამბები