სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ 7 იანვარი რუსული გავლენაა და რეალურად, მართლმადიდებლური სამყარო შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს.
ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების დამფუძნებელთა საბჭოს თავმჯდომარის, ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, ფაქტი, რომ ქვეყანა შობას 7 იანვარს აღნიშნავს, პოლიტიკური განაცხადია.
"ეს არის პოლიტიკური განაცხადი. ჩვენ ვისთან ვართ?! საქრისტიანოს 95%-თან, რომელიც 25 დეკემბერს აღნიშნავს შობას, თუ იმ მტერთან, ოკუპანტთან და ბოროტების განსხეულებასთან, რომელსაც წარმოადგენს რუსეთი, პუტინი", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.