23 დეკემბერი 2024,   01:36
ვრცლად
ნატა ფერაძის სახლთან ხმაურია - ადგილზე აქციას "ალტ-ინფოს" წარმომადგენლები მართავენ

სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის სახლთან ხმაურია. ადგილზე "ალტ-ინფოს" წარმომადგენლები აქციას მართავენ, მიზეზი კი სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალაა.

უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული. აქციის მონაწილეები ნატა ფერაძის სახლთან მიახლოებას ცდილობენ, რის საშუალებასაც პოლიციელები არ აძლევენ.

ცოტა ხნის წინ, შსს-მ განცხადებაც გაავრცელა. უწყების ცნობით, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

 

 

დღის ამბები