30 ივნისი 2026,   17:49
ვრცლად
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა ანგარიში წარადგინა

2023 წელს, საქართველოს სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ, 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც შარშანდელთან შედარებით 15%-ით მეტია. 2023 წლის წინასწარი შედეგები, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა წარადგინა.

ანგარიში, ასევე მოიცავს კომპანიების მიერ ანაზღაურებული ზარალის ოდენობას, რაც 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 27%-ით გაიზარდა და 630 მილიონ ლარს შეადგენს.

საუბარი იყო სამოგზაურო დაზღვევაში შესულ ცვლილებებზეც. ანგარიშის საბოლოო შედეგები, მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნდება.

დღის ამბები