29 სექტემბერი 2024,   03:36
ვრცლად
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზებზე, დილიდან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს უმეტეს რეგიონებში ამინდი მკვეთრად გაუარესდა - რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებსა და უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზებზე, დილიდან მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, იყრება ტექნიკური მარილიც.

ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.

"მძიმე ტექნიკის დახმარებით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის, ისე შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები. ასევე, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი და ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება. მინდა, მოსახლეობას ვთხოვო, ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით იმოძრაოს", - აცხადებს ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი.

დღის ამბები