სტიქიის გამო, სამეგრელოს ნაწილი დენის გარეშეა დარჩენილი. ამ დროის მონაცემებით, ძლიერმა ქარმა სამეგრელოში 300-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი ახადა, დაზიანებულია 4 სკოლისა და 2 საბავშვო ბაღის შენობა, წაქცეულია 100-ზე მეტი ხე - მათგან გზების გაწმენდა სტიქიის ღამესვე მოხდა.
სამეგრელოში ძლიერი ქარისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის დროულად აღდგენისა და უწყებებს შორის სწრაფი კოორდინირებისთვის, რეგიონში იმყოფებოდა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ლერი ბარნაბიშვილის თქმით, არცერთი მოსახლე უყურადღებოდ არ დარჩება.