კოტ დივუარი აფრიკის თასის გამარჯვებულია. ტურნირის მასპინძელი ფინალში ნიგერიას დაუპირისპირდა და 2-1 დაამარცხა.
38-ე წუთზე ნიგერია დაწინაურდა, თუმცა ჯერ 62-ზე კესიმ გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი - სებასტიან ალემ გაიტანა, რომელმაც ლამაზი დარტყმით ნიგერიელთა კარის აღება შეძლო და კოტ დივუარს აფრიკის თასი მესამედ მოაგებინა.