ისრაელი-"ჰამასის" ომი გრძელდება. სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა ხან იუნისში, ნასერის საავადმყოფოში, მას შემდეგ, რაც ისრაელი საავადმყოფოში შეიჭრა და ელექტროენერგიისა და ჟანგბადის მიწოდება შეზღუდა.
რთული ვითარებაა რაფაჰში, სადაც მილიონზე მეტი პალესტინელი იმყოფება. ჰუმანიტარული კრიზისი პიკს აღწევს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ ისრაელი არ განახორციელებს მასობრივ შეტევას რაფაჰის ტერიტორიაზე. დროებით ზავთან დაკავშირებით, ისრაელსა და "ჰამასს" შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.