26 აგვისტო 2026,   02:40
ვრცლად
მერაბ დვალიშვილის მორიგი ტრიუმფი - სპორტსმენმა ზედიზედ მეათე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

მერაბ დვალიშვილმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მან ჰენრი სეხუდო დაამარცხა. ეს დვალიშვილისთვის, ორგანიზაციაში ზედიზედ მე-10 გამარჯვებაა.

ქართველ მებრძოლს გამარჯვება მარკ ცუკერბერგმა მიულოცა, რომელიც არის მერაბ დვალიშვილის ერთ-ერთი გულშემატკივარი და ამას ღიად აფიქსირებს. ცუკერბერგი პირადად მივიდა შეჯიბრზე და შეიძლება ითქვას, რომ კონტაქტი დვალიშვილსა და facebook-ის დამფუძნებელს შორის, ბრძოლის დროსაც არ დაკარგულა. ერთ მომენტში, როდესაც გდებას უკეთებდა დვალიშვილი სეხუდოს ცენტრიდან იმ ადგილისკენ წავიდა, სადაც ცუკერბერგი ეგულებოდა და მის თვალწინ დასცა ოქტაგონზე მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო. ასევე, როდესაც მას მარყუჟში ჰყავდა მომწყვდეული მეტოქე, დვალიშვილი ესაუბრებოდა და ჟესტებით ანიშნებდა ცუკერბერგს, რომ ის მზად იყო გაეგუდა მეტოქე.

დვალიშვილმა ბრძოლა ბოლომდე დაამთავრა, ის იყო დომინანტი და დაამტკიცა, რომ ამ წონაში არის შეუდარებელი. ბრძოლის დასრულების შემდეგ დვალიშვილმა, გამოიწვია შემდეგი მეტოქე და თქვა, რომ ერთადერთი მიზანი აქვს- გახდეს UFC-ის მომავალი ქართველი ჩემპიონი.

"ძალიან ამაყი ვარ, მაგრამ ამისთვის ბევრი ვიშრომე. მთელი ცხოვრების განმავლობაში ადვილად არაფრისთვის მიმიღწევია. თავდაუზოგავი შრომა ყოველთვის ფასდება. ბოლო თვეების განმავლობაში, მარკ ცუკერბერგი ჩემი აქტიური გულშემატკივარი იყო, დღესაც მოვიდა აქ ჩემს მხარდასაჭერად, რამაც ძალიან გაგამხნევა. ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო, მე ვიცინოდი, ნახეთ, მძიმედაც კი არ ვსუნთქავ, არ დავღლილვარ იმიტომ, რომ ყოველდღე ბევრს ვარჯიშობ და როგორც ვთქვი შრომა ფასდება. სამი რაუნდი ჩემთვის არაფერია, შემიძლია ათი რაუნდიც ვიჩხუბო. სად არის ჩემპიონი, მომიყვანეთ აქ ახლავე, შევებრძოლები, ახლა ჩემი ერთადერთი მიზანი ჩემპიონის ტიტულია", - განცხადა მერაბ დვალიშვილმა.

დღის ამბები