18 აგვისტო 2026,   02:19
ვრცლად
ქართველ მსახიობ სალომე დემურიას ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში დღეს "ევროპელი ამომავალი ვარსკვლავის" ჯილდოს გადასცემენ

ჯილდო ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე - ქართველ მსახიობს, სალომე დემურიას, ევროპული კინოს ხელშეწყობის ერთ-ერთი საკონკურსო პროგრამის "იუროფიან შუთინგ სთარსის" ფარგლებში გადასცემენ ჯილდოს "ევროპელი ამომავალი ვარსკვლავი". ღონისძიებას ქართული დელეგაციის წევრები დაესწრებიან.

ქართველი მსახიობი კონკურსისთვის კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტების ჟიურიმ 2023 წლის 10 ევროპელ მსახიობს შორის გამოარჩია. ჯილდოზე ის დასახელებულია რუსუდან გლურჯიძის "ანტიკვარიატში" შესრულებული როლისთვის.

დღის ამბები