29 სექტემბერი 2024,   03:14
ვრცლად
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი უნივერსიტეტის ოქროს მედლის მფლობელი გახდა

მშობლიური ენის საერთაშორისო დღის ფარგლებში, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი უნივერსიტეტის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ჯილდო მას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის გადაეცა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ გიორგი გოგოლაშვილს ოქროს მედალი პირადად გადასცა.

დღის ამბები