ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ღამით ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის სამხრეთით ქალაქ რაფაჰსა და ანკლავის სხვა ნაწილებზე საჰაერო იერიში მიიტანა.
ისრაელის ომის კაბინეტის წევრის ბენი განცის განცხადებით, არსებობს იმედის მომცემი ნიშნები მძევლების გათავისუფლების ახალ შეთანხმებაზე.
რაფაჰში სახმელეთო შეტევის შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი ისრაელში იარაღის ექსპორტის ლიცენზიების შეჩერებას განიხილავს.
დიდმა ბრიტანეთმა ღაზაში პირველადი დახმარების მარაგი მათ შორის მედიკამენტები საკვები და საწვავი თვითმფრინავით გაგზავნა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობა ისევ უარესდება.