01 ივლისი 2024,   20:34
ვრცლად
"112-ში დარეკა მეორე შვილმა, პატარამ, 12 წლისაა, ბავშვიც შეესწრო" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი გლდანი მომხდარ დანაშაულზე

მამის მკვლელობისთვის დაკავებულია შვილი - დანაშაული გლდანში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, შვილმა მამას სასიკვდილო ჭრილობა სავარაუდოდ ცივი იარაღით მიაყენა. საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

"კურიერმა" შემთხვევის ადგილზე დამატებითი დეტალები მოიპოვა. როგორც ადგილობრივები საუბრობენ, დანაშაული შესაძლოა ფინანსურ თემას უკავშირდებოდეს, რადგან, მათი ინფორმაციით, მამის მკვლელობისთვის დაკავებული რევაზ გამხიტაშვილი უმუშევარი იყო.

ამასთან, როგორც მეზობლები ამბობენ, დანაშაულს ოჯახის მცირეწლოვანი წევრიც შეესწრო. სწორედ, ბრალდებულის 12 წლის დამ დარეკა 112-ში.

"არავინ არაფერი არ იცის... სახლში მოხდა და ზუსტად რა მოხდა არ იციან. ოჯახი მშვენივრად ცხოვრობდა, მშრომელი ხალხი არიან დედ-მამა და ეს ბიჭი არ ვიცი..." - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი "კურიერთან" საუბრისას.

"[დილით დაინახეს დანით ხელში] დაარტყა და ჩამოვიდა შვილი, აქ ტრიალებდა, გაოგნებული იყო თვითონაც. 112-ში დარეკა მეორე შვილმა პატარამ, 12 წლისაა. ეს ბავშვიც შეესწრო, სახლში იყო. ძირითადად, ეს ბიჭი უმუშევარი იყო და უმუშევრობის, სოციალური თემაა რა. ფხიზელი იყო. გუშინ მე ვნახე ეს გარდაცვლილიც და ეს ბიჭიც, სახლში იყვნენ ჩვეულებრივად, რაიმე კონფლიქტი არ ყოფილა," - აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები