18 აგვისტო 2026,   09:59
ვრცლად
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს სპორტულ დარბაზს ლევან თედიაშვილის სახელი მიენიჭება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს სპორტულ დარბაზს, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ლეგენდარული ჩემპიონის, ლევან თედიაშვილის სახელი მიენიჭება.

ხელისუფლების წარმომადგენლები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში, ახალი მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობას ადგილზე გაეცნენ.

სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.

სპორტული დარბაზის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 637 691 ლარით დაფინანსდა.

დღის ამბები