28 სექტემბერი 2024,   04:27
ვრცლად
გუდაური ჯაზფესტივალს Winter Jazz მასპინძლობს

პირველ ჯაზფესტივალს სახელწოდებით "Winter Jazz" - გუდაური მასპინძლობს. ორდღიანი ფესტივალი, რომელიც გუშინ გაიხსნა, სასტუმრო "კარპე დიემსა" და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება.

წელს, სპეციალურად ფესტივალისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 11 არტისტი ჩამოვიდა, რომლებიც ორი დღის განმავლობაში, გუდაურის სტუმრების წინაშე წარდგებიან. საფესტივალო პროგრამას, გააგრძელებენ ლეგენდარული ჰაუს არტისტები.

პირველ საფესტივალო დღეს, საღამოს 10 საათზე, დაასრულებს ამერიკელი მუსიკოსი Scott Kinsey და მისი ვარსკვლავური ჯგუფი. 25 თებერვალს საერთაშორისო ჯაზფესტივალს ჰაუს არტისტები დახურავენ.

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია "ისთერნფრომოუშენსი" “Winter Jazz Gudauri” ფესტივალის მხარდამჭერია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ოფიციალური პარტნიორი მთის ტრასების სააგენტო.

დღის ამბები