16 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
სასამართლომ პრეცედენტი შექმნა - ვერასდროს, ვერცერთი პოლიტიკური პარტია პირად ინტერესებს ვერ მოარგებს კანონს - ნინო ლაცაბიძე რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ქალაქის საკრებულოს საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. როგორც რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე აცხადებს, სასამართლომ პრეცედენტი შექმნა - ვერცერთი პოლიტიკური პარტია კანონს პირად ინტერესებს ვერ მოარგებს.

"სასამართლომ შექმნა პრეცედენტი, რომელიც ნიშნავს, რომ ვერასდროს, ვერცერთი პოლიტიკური პარტია პირად ინტერესებს ვერ მოარგებს კანონს. კანონი არის უზენაესი. ეს პროცესი იყო რუსთაველების პროცესი "ნაციონალურ მოძრაობასა" და გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შორის, რომელთაც, სამწუხაროდ, ორი წელია, ვერ განუსაზღვრავთ, რა არის მათი მთავარი მოვალეობა რუსთავის საკრებულოში და როგორ უნდა იქცეოდეს დეპუტატი და რა საკითხებზე უნდა მსჯელობდეს. მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენი ქალაქის რეალობა არის კარგი მაგალითი - ადამიანები ვიდრე არჩევანს გააკეთებენ, კარგად დაფიქრდნენ, რომ ამ პარტიებს (განსაკუთრებით "ნაციონალურ მოძრაობასა" და გახარიას პარტიას) არ ჩაუგდონ ხელში გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი,"- აცხადებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.

 

დღის ამბები