18 აგვისტო 2026,   05:56
ვრცლად
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 15 სოფელში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 15 სოფელში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 63 კილომეტრამდე მაგისტრალური მილსადენის, 121 კილომეტრამდე წყალმომარაგების ქსელის, 10 ერთეულამდე რეზერვუარის მოწყობა და მოსახლეობის სრულად გამრიცხველიანებაა გათვალისწინებული.

დღეის მდგომარეობით, შესრულებულია სამუშაოების დაახლოებით 90 პროცენტი, რაც შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დაკვეთით მიმდინარეობს. აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის აბონენტად დარეგისტრირების პროცედურებიც. სამუშაოები უკვე დასრულებულია ქალაქ თეთრიწყაროში.

დღის ამბები